logo
ENG



გამყრელიძე: 22 აპრილიდან ასტრაზენეკას 86 ათასი დოზის შემოსვლას ველოდებით

23 მარ 202122:18
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 22 აპრილიდან ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის დამატებით 86 ათასი დოზა შემოვა, რომლითაც მოქალაქეები მეორე დოზებით აიცრებიან. ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.

"22 აპრილიდან, ასევე არსებობს დასტური და დოკუმენტაციაც, ველოდებით ასტრაზენეკას მეორე პარტიას, 86 ათასი დოზის შემოსვლა, რომლითაც აიცრებიან განმეორებით ის ადამიანები, რომლებიც პირველ ჯერზე აიცრებიან [არსებული] 40 ათასით. შემდეგ, დარჩენილი დოზებით პირველად აიცრებიან, ანუ აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში ერთჯერადად აცრილი იქნება ქვეყანაში, სულ მცირე, სადღაც 100 ათასი ადამიანი", - ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი, თუმცა 25 მარტიდან აიცრებიან 65 წელს ზემოთ პირებიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 4 000-ზე მეტი მუშაკია აცრილი.

 


close დახურვა