დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, ვაქცინაზე ხელლმისაწვდომობა უნდა გაფართოვდეს, რათა ადამიანებს აცრისთვის სხვა რეგიონებში წასვლა არ უწევდეს.
"45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი წესით და რიგით უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.