logo
ENG



გამყრელიძე: ადამიანებს კორონავირუსის გადატანიდან სამი თვე, ამ ეტაპზე, არ ავცრით

31 იან 202123:30
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ადამიანებს კორონავირუსის გადატანიდან სამი თვე, ამ ეტაპზე, არ ავცრით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადგენილი რეგულაციების თანახმად, ადამიანებს კორონავირუსის გადატანიდან პირველი სამი თვე, ამ ეტაპზე, არ აცრიან.

"ზოგიერთ ადამიანს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის, მაგრამ ბოლო ჩვენი რეგულაციებით, მაინც დადგენილია, რომ გადატანიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, ამ ეტაპზე, არ აიცრებიან", - უთხრა მან იმედს.

გუშინ, 30 იანვარს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაწერა, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. დღეს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ფაიზერის შემდეგ ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან, შემდეგ 75 წელს ზემოთ ხანდაზმულები. საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.

23 იანვარს ბლუმბერგმა დაწერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 5%-ისთვის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული, რაც 186 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.


close დახურვა