logo
ENG



გამყრელიძე: აღდგომის პერიოდში, სასურველია, მრევლი იყოს ტაძრებს გარეთ

21 აპრ 202115:41
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: აღდგომის პერიოდში, სასურველია, მრევლი იყოს ტაძრებს გარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აღდგომის დღეებში შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. 

მისივე თქმით, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

როგორც გამყრელიძე ამბობს, აუცილებელია პირბადის ტარება და სხვა რეკომენდაციების დაცვა, ამასთან, სასურველია, თუ მრევლი ლოცვებს ტაძრებს გარეთ დაესწრება. 

"აღდგომის წინა დღეებში ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ტაძრებში დაცული იყოს რეკომენდაციები - როგორც შიგნით ტაძრებში, ისე გარეთ აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე, ასევე, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა. 

აღდგომა მაისშია, ამ დროს თბილა და სასურველია, მრევლი იყოს გარეთ. ეს საშუალებას მოგვცემს, არ იყოს გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს წესები ყველგან იყოს დაცული". - თქვა მან. 

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 2 მაისს აღნიშნავს. 


close დახურვა