logo
ENG



გამყრელიძე: ბოლო 24 საათში თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია

26 იან 202115:06
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ბოლო 24 საათში თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია. ამის შესახებ "ფორმულას" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. 

დღეს, 26 იანვარს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ თუ ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, ყველაფერი გაკეთდება სასწავლო დაწესებულებების, მუნიციპალური ტრანსპორტისა და ზოგადად, "ყველა მნიშვნელოვანი სფეროს" ასამოქმედებლად.

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1050 კი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 349 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენით, 11 492 კი PCR ტესტით.


close დახურვა