logo
ENG



გამყრელიძე: დაგვჭირდება ბუსტერ დოზა, ვმსჯელობთ, მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება

30 სექ 202121:19
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დაგვჭირდება ბუსტერ დოზა, ვმსჯელობთ, მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზას მას შემდეგ განიხილავენ, რაც ქვეყანაში ორჯერადად აცრილების გარკვეულ ზღვარზე ავალთ. ამაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ბუსტერ დოზის დამატებისთვის ჯანმო-ს რეკომენდაცია საჭირო არაა და ეს ქვეყნის გადასაწყვეტია.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება ბუსტერ ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ზღვარზე ავალთ ორჯერადი ვაქცინაციის. ამაზე ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია. ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და შემდეგ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ზოგადად, ბუსტერ დოზა საჭირო გახდება", - თქვა გამყრელიძემ. 

საქართველოში იმუზაციის პროცესი ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი. 

30 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 10 347 აცრა ჩატარდა. სრულად აცრილია მოსახლეობის 28,2%. 


close დახურვა