logo
ENG



გამყრელიძე: დიდი ალბათობით, დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% არის ომიკრონი

09 იან 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დიდი ალბათობით, დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% არის ომიკრონი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% დიდი ალბათობით ომიკრონის შტამია. ამაზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა. 600 გვაქვს ისევ, მაგრამ რამდენიმე ასეული არის კვლევაში.  დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ ომიკრონის შემთვევების რაოდენობა მოიმატებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% არის ომიკრონი", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ომიკრონის 600 შემთხვევიდან 8 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

"ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვითვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე. ომიკრონის 600 დადასტურებული შემთხვევიდან 8 ჰოსპიტალში მოხვდა", - ამბობს გამყრელიძე.

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა. 

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. 

9 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.


close დახურვა