logo
ENG



გამყრელიძე: დღევანდელი მატების შემთხვევები არაა შეზღუდვების მატების პირდაპირი შედეგი

31 მაი 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირების განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძე ბოლო 24 საათში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, შეზღუდვების შემსუბუქებას არ უკავშირებს. ის არ გამორიცხავს, რომ შემდეგ დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.

მისივე თქმით, პანიკის საფუძველი მაინც არაა, რადგან შემთხვევათა უმეტესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და ეს ცნობილია. რაც შეეხება საბურთალოს კლასტერს, მისივე შეფასებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და პლუს, გარდა იმისა, რომ ისინი გადაყვანილნი არიან კლინიკებში, ასევე 30 ადამიანი კარანტინშია მოთავსებული. დღევანდელი მატების შემთხვევები არაა შეზღუდვების მატების პირდაპირი შედეგი, რადგან მუშევანი ყველაზე დაზიანებული ადგილი იყო ქვეყანაში. ცხელი წერტილია და ველოდით რომ კიდევ იქნებოდა ახალი შემთხვევები", - აღნიშნა გამყრელიძემ. 

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კოვიდ 19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა