დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საყურადღებო და საგანგებოა. გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად არ არსებობს ვაქცინა, შესაბამისად როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ვირუსთან ბრძოლის იარაღი სახლში დარჩენა და იმ რეკომენდაციების შესრულებაა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადება კონტროლი გასცემს.
„გუშინდელი დღე იყო როცა ჩვენ ნახტომი დავაფიქსირეთ, გვქონდა 30 ახალი შემთხვევა რაც ძალიან საყურადღებოა და საგანგაშო. ეს 30 არის 12 კლასტერში ძირითადად. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს და დღეს დილით დაგვიფიქსირდა პირველი შემთხვევა სასულიერო პირის შემთხვევა, შემთხვევები გახლავთ ყველა სოციალურ ფენაში. დღეს ეპიდემიის შეკავება შეიძლება სოციალური დისტანცირების საშუალებით. ამაზე უკეთესი დღეს ამ ეტაპზე, სანამ ვაქცინა შეიქმნება, სანამ ახალი წამალი შეიქმნება ეპიდემიასთან ბრძოლის უკეთესი იარაღი არ არსებობს. და დაცვა ყველა იმ რეკომენდაციისა რასაც აძლევს ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა შეიქმნება, მაგრამ მანამდე ჩვენ არ შევიდეთ ისეთ სპირალში, როგორშიც შევიდა ძალიან ბევრი ქვეყანა. აუცილებელია რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.