logo
ENG



გამყრელიძე: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება

08 ივნ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დიდი ამცრელი სივრცეების შექმნა იგეგმება.

მისივე განმარტებით, თბილისში ეს სივრცეები შესაძლოა იყოს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ივლისიდან ყველას უნდა ჰქონდეს ინტენსიური ვაქცინაციის საშუალება.

"ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ სამი ან ოთხი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო.

მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ ექსპო ჯორჯიას პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ ამ ტიპის ცენტრები იქნეს გაშლილი, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისევე ცოცხალი რიგებით:, - განაცხადა გამყრელიძემ.


close დახურვა