logo
ENG



გამყრელიძე: ივლისიდან გადავალთ მასობრივ იმუნიზაციაზე

30 მარ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ივლისიდან გადავალთ მასობრივ იმუნიზაციაზე

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაცია საქართველოში ივლისიდან დაიწყება. 

მისი თქმით, ვაქცინების შესაძენად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან და კომპანიასთან. 

"ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის ნოვავაქსის ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ნოვავაქსი არის ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული ასტრაზენეკასმოდერნასფაიზერის ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.

ნოვავაქსი არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მან მისცა ლიცენზია ინდურ მწარმოებელს, სერუმ ინსტიტუტს". - თქვა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს სერუმ ინსტიტუტთანაც, საიდანაც ქვეყანამ უნდა შეისყიდოს ნოვავაქსის 1 მილიონი დოზა. 

ასევე, გამყრელიძე ამბობს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს უშუალოდ ფაიზერთან 

"არა კოვაქსის გავლით, არამედ პირდაპირ ფაიზერის შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით ფაიზერისგან მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში". - თქვა მან. 

მან დღესვე თქვა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შემოვა. 

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - ფაიზერით და ასტრაზენეკათი. იცრება მხოლოდ ჯანდაცვის პერსონალი და 65 წელს გადაცილებული ადამიანები. 

ჩინური ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს. 

მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ


close დახურვა