logo
ENG



გამყრელიძე: კონტაქტირებულების და ინფიცირებულების იზოლაციის და კარანტინის ვადა მცირდება

11 იან 202213:16
3 წუთის საკითხავი
clock 4702
გამყრელიძე: კონტაქტირებულების და ინფიცირებულების იზოლაციის და კარანტინის ვადა მცირდება
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კონტაქტირებული და ინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდება. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შესაბამისი პროტოკოლი NCDC-ის ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გადაგზავნილი აქვს.

"გიდასტურებთ, რომ საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე პროტოკოლი დაავადებათა კონტროლის ცენტრს მომზადებული აქვს. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებულ პირებზე. დღეს ასევე გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ მოხდება ერთობლივი განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მერე მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, რომ შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე", - თქვა გამყრელიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კონტაქტირებული, უსიმპტომო პირები იზოლაციას 8 დღე, სიმპტომიანები კი 10 დღე ექვდემდებარებიან. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ისინი კარანტინისა და იზოლაციის წესებს 12 დღე ექვემდებარებიან. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი პროტოკოლის თანახმად, კონტაქტირებული ადამიანები იზოლაციაში 5 დღე იმყოფებიან. თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო საკარანტინო ვადებთან დაკავშირებით,  სწორედ CDC-ის პროტოკოლს მიყვება და განახლებული ვადები საბოლოოდ, დღეს ან ხვალ ჩამოყალიბდება.


close დახურვა