logo
ENG



გამყრელიძე: ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა

16 მარ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა

პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა. ეს მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისივე ცნობით, გუშინ 727 ადამიანი აიცრა, დღეს კი 648.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ჯამში 4532 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია დარეგისტრირებული ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე. 

"საკმაოდ დაბალი ციფრია. ძალიან გვინდა, 43 ათასი დოზა მომავალი 2 კვირის განმავლობაში ადმინისტრირებული იყოს. მომავალი ორი კვირა არის 15 დღე. გაყავით 43 ათასი 14 დღეზე და დაახლოებით გვჭირდება 3 ათასის აცრა, რომ ამ დოზების ადმინისტრირება მოხდეს. ეს ადამიანები მეორედ უნდა აიცრან 8-12 დღის განმავლობაში", - ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა