logo
ENG



გამყრელიძე: უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა

14 მარ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არის ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

„5 დამატებითი შემთხვევა ისევ და ისევ იტალიასთან ისტორიას უკავშირდება, მე არ ჩავუღმავდები დანარჩენ პერსონალურ დეტალებს. 30-დან 2 არის ირანში მოგზაურობის ისტორია, 1 - ესპანეთში, დარაჩენი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 მათთან  კონტაქტს, ხოლო დანარჩენი შეიძლება უკვე ითქვას, რომ უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურებილია 30 შემთხვევა. სრულად ლუგარში 700- მდე ნიმუშია ტესტირებული, ზოგიერთი - განმეორებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, stopcov.ge-ზე ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 418 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პაციენტი რჩება.

 


close დახურვა