„შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, შევდივართ კრიზისულ სტადიაში,“ - ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აკეთებს. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ვირუსი ნაკლებად გავრცელდეს, საჭიროა სოციალური დისტანცირება.
მისივე განცხადებით, აპრილის თვე და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იქნება.
„შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. შევდივართ კრიზისულ სტადიაში. მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება. ამ კვირის ბოლოსთვის რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ცოტა შემთხვევებია.
საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ის ღონისძიებები, რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, რასაც გულისხმობს კარანტინი, რასაც გულისხმობს თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოციალური დისტანცირება. წამალი და მკურნალობა უკვე დაინფიცირებულ ადამიანთან გვჭირდება, მაგრამ რომ არ დაინფიცირდნენ, სოციალური დისტანცირებაა საჭირო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.