logo
ENG



გამყრელიძე: ჩამოყალიბდა საბურთალოს კლასტერი

30 მაი 202013:51
3 წუთის საკითხავი
clock 767

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ახალი ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ასევე გამყრელიძის თქმით, არსებობს კლასტერის ორი შესაძლო წყარო, სავარაუდო წყაროებს შორის ერთ-ერთი მისი კოლეგაა.

„24 საათის განმავლობაში დაემატა 11 ახალი შემთხვევა, აქედან 2 არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო 9 არის გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, 9-ს, მათ კონტაქტებს დაუდგინდა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინაროებს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას არ დავაზუსტებ. ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. სულ 11-ია. არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის 9 კონტაქტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა