logo
ENG



გამყრელიძე: ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

18 აპრ 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock 1444
გამყრელიძე: ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება.

საუბარია სინოფარმის ვაქცინაზე, რომელსაც ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია მინიჭებული არ აქვს. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ოდნავ არის დინამიკა ზრდის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა ასტრაზენეკათი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიწეროს და აიცრას. მეორე - გადაწყვეტილებაა, რომ მალე ამოქმედდება ასევე ის ჩინური სინოფარმით აცრები, დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით", - განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო

თავიდან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები სინოფარმის ვაქცინაზე აცხადებდნენ, რომ მისი გამოყენება იქამდე არ დაიწყებოდა, სანამ ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლიცენზიას არ მიიღებდა. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო. ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ.

 

close დახურვა