logo
ENG



გამყრელიძე: ხვალ დღის ბოლოს, სავარაუდოდ, გაიხსნება ჯავშნები სინოფარმის ვაქცინაზე

26 აპრ 202113:43
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ხვალ დღის ბოლოს, სავარაუდოდ, გაიხსნება ჯავშნები სინოფარმის ვაქცინაზე
საქართველოს მთავრობა

მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება. სლოგანი, რომ "ვაქცინაცია გვაახლოვებს", კარგია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ახლოს ვიქნებით, თუ ავიცრებით. ამირომ უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს

დღეს საქართველოში ვაქცინაცია წარმოებს ფაიზერით და ასტრაზენეკათი. 4 მაისიდან დაემატება და დიდი ალბათობით ხვალ დღის მეორე ნახევარში გაიხსნება ჯავშნები სინოფარმის ვაქცინაზე. ქვეყანაში ვაქცინების მარაგი თანდათან უფრო შეივსება და ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მსურველისთვის. 


close დახურვა