logo
ENG



გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, ფულადი წახალისება ბუსტერ დოზაზეც იყოს

18 იან 202215:26
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, ფულადი წახალისება ბუსტერ დოზაზეც იყოს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, ფულადი წახალისება ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაშიც იყოს. 

როგორც მან ისაუბრა, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე ფინანსთა მინისტრთან განიხილა. 

"მე გიდასტურებთ, რომ ვემხრობი [ფულად წახალისებას] და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს ბუსტერზე, თუ შესაძლებელია, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს ომიკრონის ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება, მაგრამ მე ბუსტერი გაკეთებული მაქვს უკვე", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა. 

იანვრის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 50+ ასაკის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ.


close დახურვა