დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ფაბრიკაში“ გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გამყრელიძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მსგავსი თავყრილობისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან მისი თქმით, რისკები მომატებულია.
„რაც მე ფეისბუქზე ვნახე, რა ხდებოდა ფაბრიკაში.... ყველას გვინდა, გასაგებია, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტა ხნით, სანამ პანდემია არის. ძალიან მომატებული რისკია, რაც იმ დღეს ფაბრიკაში ხდებოდა, ვიდრე ეს ეროვნული გამოცდებია, იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ, შესაძლებელია, მოხვდეს ინფიცირებული. ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ ფაბრიკაში უცბად გადასდებს დაახლოებით ოცს და მერე გეომეტრიული პროგრესია გვექნება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.