logo
ENG



გამყრელიძის განცხადებით, საბჭომ განიხილა და კომენდანტის საათის მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალა

09 მარ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის განცხადებით, საბჭომ განიხილა და კომენდანტის საათის მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა განიხილეს, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალეს.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ყოველი შემსუბუქების შემდეგ საჭიროა, რომ ვითარებას "1-2 კვირა დავაკვირდეთ".

"დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი [კომენდანტის საათის მოხსნაზე] და მოგეხსენებათ, რომ ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არ არის სასურველი. თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე დღეს არ ჩაითვალა [საჭიროდ]. ალბათ, თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, ეს საკითხიც დადგება", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დააანონსა, თუმცა, ეს კომენდანტის საათს არ ეხება.


close დახურვა