logo
ENG



გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის

11 აპრ 202120:37
3 წუთის საკითხავი
clock 3114
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის.

"ვაქცინაცია არ არის წარმატებული, პირდაპირ გეტყვით. ბევრი ფაქტორია, რატომ არ არის წარმატებული. ამ დროისთვის 20 000 ადამიანია აცრილი, როცა გეგმით ამ დროისთვის ვფიქრობდით, რომ 50 000 მაინც უნდა გვყოლოდა აცრილი. სულ მცირე, 2-ჯერ ჩამოვრჩებით იმ ტემპს, რაც გვინდოდა", - თქვა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

ამის შემდეგ მას წამყვანმა ჰკითხა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს წარუმატებლობა, რაზეც გამყრელიძემ უპასუხა, რომ პროცესი წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის.

"წარუმატებლობას მე არ გეუბნებით, არ მითქვამს სიტყვა წარუმატებლობა. ხო, წარმატებული არ არის. წარუმატებელი არ არის, ეს გახლავთ შედარებით დაბალი ტემპი ვაქცინაციის, რომელსაც ბევრი მიზეზი აქვს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 11 აპრილისთვის სულ 19 694 ადამიანია აცრილი.


close დახურვა