დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველო ევროკავშირის QR კოდების სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება.
"ამაზე ძირითადად მუშაობენ სამინისტროს IT დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე საქართველო უნდა მიუერთდეს", - თქვა გამყრელიძემ.
ფორმულა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ევროკავშირს უკვე აღიარებული აქვს საქართველოს მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და თურქეთის კოვიდბარათები.