logo
ENG



განადგურებული აჭარა - შაბათის ფორმულა

02 დეკ 202320:37
3 წუთის საკითხავი
 

60 მილიონი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, რომელიც ზღვამ წაიღო. 12-საათიანმა შტორმმა ბათუმის, ქობულეთის, გონიოს სანაპირო ზოლი სრულად გაანადგურა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლში თითქმის ყველა სახლი დატბორილია, რამდენიმე სახლს კი შტორმმა საძირკველი გამოაცალა. მოშლილია ჯებირები და სრულად აყრილია ბულვარის ქვაფენილი. ბათუმის სანაპირო ზოლში თითქმის სრულად გაქრა ახალი ბულვარი. ტალღებმა ბულვართან ერთად წაიღო ყველა სავაჭრო ობიექტიც. აჭარაში მომხდარი სტიქიიდან 5 დღე გავიდა - შაბათის ფორმულამ თითქმის სრულად გადაიღო სურათი, რა დამართა შტორმმა რეგიონს, ჩაწერა დაზარალებულები - და შეიძლება ითქვას რომ ჟურნალისტები - პირველები იყვნენ ვინც დაზარალებულებთან მივიდნენ. ამ დრომდე, ბათუმის მერიის არცერთი წარმომადგენელი გასცნობია ადგილზე მძიმე ვითარებას. შესაბამისად არ არსებობს პასუხები კითხვებზე - რაში დახარჯა თორნიკე რიჟვაძის მთავრობამ 60 მილიონი - თუ შტორმი ყველაფერს გაანადგურებდა.


close დახურვა