"მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, სახელმწიფო ძალაუფლება მიიტაცა და საქართველოს აბრუნებს ანტიდასავლური მიმართულებით", - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ორმა ამერიკელმა მკვლევარმა და საქართველოს გამორჩეულმა გულშემატკივარმა - სვანტე კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესს გაუგზავნეს. ისინი წერენ, რომ საქართველოსთან 1990-იანი წლებიდან არიან დაკავშირებული, თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოს სამ - ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მთავრობასთან და ასევე ხაზს უსვამენ, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში არასოდეს არავის მხარე არ დაუკავებიათ, არც ახლა უკავიათ. როგორ შეიცვალა ქართული ოცნების მიმართ დამოკიდებულება 2012 წლიდან დღემდე და რამ განაპირობა, რომ ივანიშვილს მკაცრი განაჩენი უკვე მისივე ყოფილმა მრჩევლებმაც კი გამოუტანეს? - ნახეთ დროებაში.
განაჩენი ივანიშვილს - დროება
30 აპრ 202320:13
3 წუთის საკითხავი