ქართველ ხალხს ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებამდე რთული გზის გავლა მოუწია. შესაძლებლობების ფანჯარა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ განაპირობა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ შანსის გამოყენებაზე უარი თქვა და განაცხადის წარდგენასაც არ აპირებდა, თუმცა საზოგადოების წინააღმდეგობამ იძულებული გახადა, ევროკავშირისთვის მაინც მიემართა.