რატომ არ უნდა ივანიშვილს ევროპა და რატომ გვექაჩება რუსეთში? ამ კითხვაზე ბევრი ცნობილი პასუხი არსებობს, ბევრი მაგალითის და შედარების გაკეთებაც შეიძლება. ერთერთი კი გეოგრაფიით და მოსახლეობით ჩვენზე პატარა სახელმწიფოს, ესტონეთის მაგალითია. 2019 წლის 29 აპრილს ესტონეთის ახლადარჩეულმა პარლამენტმა კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. თუმცა, ის დილა ესტონეთში სკანდალით დაიწყო - სამ უმსხვილეს ესტონურ გამოცემაში დაიწერა სტატიები - ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი ინფოტექნოლიგიის და ვაჭრობის მინისტრი მარტი კუზიკი ყოფილ მეუღლეზე სავარაუდო ძალადობაში იყო მხილებული. სკანდალი იმდენად რეზონანსული იყო, რომ პარლამენტის სხდომა ქალზე სავარაუდო ძალადობის გამო პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. სკანდალის მეორე დღეს ახლადდანიშნულმა მინისტრმა თანამდებობა საკუთარი განაცხადების საფუძველზე დატოვა - კუზიკის მინისტრობა ორი დღეც არ გაგრძელდა - ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ განაცხადა, რომ მისი გადადგომით მთავრობას და სამინისტროს მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება მისცა.
განწირული რეპრესიები - დროება
19 მარ 202320:30
3 წუთის საკითხავი