logo
ENG



გარანტიას გაძლევთ, უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს-ნოზაძე

14 მაი 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით, პარლამენტში მხარდაჭერილი იქნება.

მისი თქმით, თუ ცვლილებას მხარს დაუჭერს ირმა ინაშვილი და "ქართული" ოცნების პარტიიდან წასული დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება. 

"გარანტიას გაძლევთ, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გარდა ამისა, რჩება კიდევ იმაზე მეტი დეპუტატი, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, საუბარია 113 დეპუტატზე და სავსებით შესაძლებელია ამ ცვლილების გატანა", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აღნიშნულ საკითხს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმაურებიან და მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ თუ შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს და დაუჭერენ. 


close დახურვა