logo
ENG



გარდაბანში დის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ძმა დააკავეს

17 მაი 202409:07
3 წუთის საკითხავი
 
გარდაბანში დის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ დის მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ძმა დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების თანახმად, ბრალდებული თავისი ავტომობილით განზრახ დაეჯახა 1995 წელს დაბადებულ დას, რის შემდეგაც მას დანის გამოყენების სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაბანში ძმამ და გუშინ, 16 მაისს მოკლა. 


close დახურვა