logo
ENG



გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

24 ივლ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
hof2rnoxk7sww8j.jpg

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც შსს-ს თანამშრომლები საკარანიტო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.


close დახურვა