logo
ENG



გარემოსდაცვითი ზედამხედველობა: ბათუმში მძაფრი სუნის გავრცელებაზე საქმისწარმოება დავიწყეთ

08 იან 202222:30
3 წუთის საკითხავი
 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმში გავრცელებულ მძაფრ სუნთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო.  

"აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ბათუმში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობა.

მოქალაქეები დილიდან რეკავენ კომპანია სოკარში და დახმარებას ითხოვენ, თუმცა სპეციალისტების თქმით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევები არ ფიქსირდება.

კომპანია სოკარის ინფორმაციით, უსიამოვნო სუნი, სავარაუდოდ, ბათუმის პორტს უკავშირდება.


close დახურვა