logo
ENG



გასულ დღეს უკრაინაში რუსულ თავდასხმებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 39 დაშავდა

24 სექ 202414:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/24/t4glpnlz2qcgy59.jpg

უკრაინის რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 39 დაშავდა

ზაპოროჟიის გუბერნატორის, ივან ფედოროვის თქმით, ღამით ზაპოროჟიის ოლქში რუსულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე 7 მოქალაქე დაშავდა. 

ფედოროვი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 70-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხოლო ერთი სრულად დაინგრა.

ხარკივის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვას განცხადებით, კუპიანსკზე რუსულმა ძალებმა, 82 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

ასევე, გუბერნატორის თქმით, სოფელ ოსინოვოსზე თავდასხმისას 59 წლის ქალი დაშავდა.

დაღუპულები და დაშავებულები დონეცკის ოლქში ქალაქ კრამატორსკსა და უდაჩენშიც არიან. დონეცკის გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რეგიონში 18 ადამიანია დაშავებული.

რუსეთმა ხერსონის ოლქის 23 დასახლებას დაუმიზნა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი, აცხადებს, რის შედეგადაც ხერსონში 13 ადამიანი დაშავდა.

ღამით უკრაინულმა არმიამ 81 შაჰედის ტიპის დრონიდან 66 ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 13 უპილოტო თვითმფრინავი დაიკარგა.


close დახურვა