ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა და ავტოსაგზაო შემთხვევები - ამ არგუმენტებით იმართლებდა თავს დღეს დედაქალაქის მერი სატრანსპორტო კოლაფსის გამო. თბილისში უმძიმესი ვითარება შეიქმნა. პიკის საათში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. კალაძის არგუმენტები პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობად ფასდება და არც გამოსავლის გზებს აჩვენებს.