ქართული ოცნების ხელისუფლების ყბადაღებული საყოველთაო ჯანდაცვა, რომლითაც ოლიგარქის მთავრობა ამაყობს - სინამდვილეში მოქალაქეებს ერთი კვლევის ჩასატარებლად არ ყოფნის. ჯანდაცვის გამართულობა ისე როგორც ამას ქართული ოცნება, საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან გვიფუთავს და გვაწვდის, სინამდვილეში არ მუშაობს მთელი საქართველოს მსგავსად არც აჭარაში. რეპორტაჟში საკურორტო ზონიდან - მოუსმენთ პენსიონერებს, რომლებიც მძიმე არჩევანს ყოველდღიურად აკეთებენ - პური ან მედიკამენტი. ქვეყნის მთავარ საკურორტო ზონაში, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად - ადგილობრივებისთვის დრო 12 წელია გაჩერებულია. სწორედ ამდენ წელს ითვლის, ივანიშვილის სახელობის - ოცნების ქალაქიც, რომელიც ადგილობრივების ოცნებებთან ერთად, პირდაპირი მნიშვნელობით წყალში იძირება. ყველაფერი, რაც ბათუმში შენდება, მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვის გასამდიდრებლად, ამიტომ აჭარაც ადგილობრივი პატარა ოლიგარქების საკუთრებად გადაიქცა.
გაჭირვება აჭარაში - შაბათის ფორმულა
16 მარ 202420:25
3 წუთის საკითხავი