logo
ENG



გახარია: 1-ელი ივნისადან იხსნება ღია სივრცის რესტორნები და მაღაზიები

27 მაი 202011:28
3 წუთის საკითხავი
 
9omzfl8fk4u05m3.png

პრემიერ-მინისტრის თქმით პირველი ივნისიდან ღია სივრცის რესტორნები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ორშაბათიდან, 1-ელი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ასევე ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა, ასევე ღია სირვცის მქონდე რესტორნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში",-აღნიშნა გახარიამ. 

რაც შეეხება რესტორნების სრულ ფუქნციონირება, მისი თქმით, ეს 8 ივნისიდან მოხდება.

"8 ივნისადან რესტორნებში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ სრულად შეეძლებათ მუშაობა",-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გულისხმობს კონკრეტული წესების გაუქმებას. სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება კვლავ ძალაშია. 


close დახურვა