logo
ENG



გახარია: არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას, ეს ჭორებია

12 აგვ 202011:06
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას, ეს ჭორებია

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ყაზბეგში რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია,  ყაზბეგის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას", - განაცხადა გახარიამ. 

ცნობისთვის, ყაზბეგში კორონავირუსი 5 ადამიანს გამოუვლინდა. 5-ვე მათგანი ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის დაცვის თანამშრომელია


close დახურვა