logo
ENG



ყაზბეგში საზღვრის დაცვის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 აგვ 202015:30
3 წუთის საკითხავი
 
ყაზბეგში საზღვრის დაცვის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყაზბეგში, ლარსის გამშვებ პუნქტზე, საზღვრის დაცვის ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

მისივე ცნობით, ყაზბეგში ინფიცირებულები, 11 აგვისტოს გამოვლენილ 14 ახალ შემთხვევას შორის არიან. 

"მიმდინარეობს გაფართოვებული კვლევა კონტაქტების გამოსავლენად", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ს მონაცემებით, 11 აგვისტოსთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კორონავირუსისგან კიდევ 44 პაციენტი განიკურნა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1264 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1054 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.


close დახურვა