logo
ENG



გახარია: თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს

06 აგვ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 
hz0406zpneq6ier.jpg

"თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს" , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ავიამიმოსვლა აღდგა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შესამჩნევად არ გაზრდილა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან და კიდევ რამდენიმე ქალაქთან, ზღვაში წვეთია, თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "სიხარულით" აღნიშნა, რომ საქართველოს ქუჩებში პირველი უცხოელი ტურისტები უკვე გამოჩნდნენ.


close დახურვა