პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა დავალება მიიღეს, რომ მოიკვლინ, არის თუ არა შესაძლებელი კარანტინის პერიოდი შემცირდეს.
"ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა დავალება მიიღეს, რომ კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ... კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის, ისე რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ ეს დავალება მათ მიიღეს, შემდეგი სხდომა გვექნება ორშაბათს ან ოთხშაბათს და მათგან მოვისმენთ რა შედეგი აქვთ იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ",-აცხდებს გიორგი გახარია.
5 სექტემბერს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკარანტინე რეჟიმის მექანიზმი შეიძლება შეიცვალოს. გამრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 8-დღიანი საკარანტინე ვერსია გააჟღერა, რაც მისივე თქმით, ერთერთ ვერსიად განიხილება.
"საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის, ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება, იყოს", - ამბობს ამირან გამყრელიძე.