პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, თუ აქამდე ბიზნესს დღგ-ს დაბრუნებისთვის მოთხოვნის წარდგენა სჭირდებოდა, ახლა კომპანიებს ეს თანხა ავტომატურად დაუბრუნდება.
მისივე შეფასებით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკური კრიზისის დაძლევით მიმართულებით.
"ეპიდემიის პირველი ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიცაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა...დაახლოებით 150 000 კომპანიას დღგ-ს დაბრუნება მომენტალურად ავტომატურად შეეძლება, რაც ნიშნავს იმას რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს", - თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
კერძო კომპანიებისთვის დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი 2019 წლის 15 თებერვალს ამოქმედდა.