logo
ENG



გახარია: ოპოზიცია გაჭირვების დროს პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რაც სამწუხაროა

29 მაი 202016:55
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთვის ოპოზიციის ქმედებები მიუღებელია. მისი განცხადებით, ოპოზიციას შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი ეგო მოთოკოს და გაჭირვების დროს პოლიტიკური ქულების დაწერაზე არ უნდა ფიქრობდეს. 

„ოპოზიციას, რომელსაც სჭირდება ყოველდღიური შეხსენება, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკოს, ოპოზიციას, რომელსაც სჭირდება იმის შეხსენება, რომ სიღარიბის და გაჭირვების დროს, გაჭირვების გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად ამორალურია - ეს არის სამწუხარო. 

მესმის, რომ ზოგიერთის პოლიტიკური მრწამსი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურად მორალი შეუთავსებელია. ჩვენ როგორც ჩანს ცოტა სხვანაირად ვფიქრობთ“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.  


close დახურვა