logo
ENG



გახარია: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია

27 მაი 202017:48
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვის პასუხების კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ რეზერვები დააგროვოს, რომელიც იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანების გარანტია ხანდაზმულობის დროს. 

გახარიას თქმით, საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია.

„საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან კარგად მახსოვს საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა რომ მიდიოდა, მაშინ ეკონომიკის სამინისტროსა და ახალ სამინისტროს გადასვლის პროცესში ვიყავი და დაწერის პროცესში აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული. თქვენ, კონკრეტულად ვერ ვამბობ, ყოველთვის გქონდათ პოზიცია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებაო. იმიტომ, რომ პირველივე კრიზისში მთავრობა მიადგება და ამ საპენსიო ფონდს დახარჯავსო. მეორე არგუმენტი იყო, რომ ეს ფული უფასურდებაო, იმდენი იყო და ამდენი იქნებაო. 

რომ იცოდეთ, ამ საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსების, ახლა 14%-ია. კურსთა შორის სხვაობისშედარება საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში, ეკონომიკურად ნონსენსია. ჩვენ ლარის სივრცეში ვცხოვრობთ. ხელფასსაც ლარში ვიძლევით. საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, ვერასოდეს ვერავინ საპენსიო ფონდს ვერ შეეხება. ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი. ამ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ რეზერვები დააგროვოს, რომელიც იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანების გარანტია ხანდაზმულობის დროს. 

თქვენ ხალხს ეუბნებით, რომ თქვენი ფული სახელმწიფოს უდევს და არ ხარჯავსო და კრიზისში რომ ხართ, არ გაძლევთო. არ ეუბნებით, რომ ამ ფულის დაგროვებაში სახელმწიფოს და კომპანიების ფულიცაა. ამ ქვეყანას პენსიაზე ადამიანები რომ გავლენ, სხვა რეზერვი არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

 


close დახურვა