პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განაცხადებით, ვირუსის გავრცელების ფონზე სისტემური შეზღუდვების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება.
როგორც გახარიამ თქვა, აჭარის რეგიონის გარდა, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. ასევე პრემიერის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულაციების დაცვაა საჭირო.
"სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, რაც განვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება იქნება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები. ამიტომ გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად დავიბანოთ ხელი ხშირად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო აჭარის რეგიონის გარდა, 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა სკოლებში განახლდება. უფროსი კლასის მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში რჩებიან.
დისტანციურად გრძელდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.