logo
ENG



გახარია: სუფთა სახლის ნომენკლატურის შეძენა შეიძლებოდა ნებისმისერ მაღაზიაში ამიტომ დავხურეთ

27 მაი 202018:13
3 წუთის საკითხავი
 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში „სუფთა სახლის“ დახურვის თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული კომპანია  იყო, თუმცა მისი დახურვა მაინც გადაწყდა, ვინაიდან როგორც პრემიერმა განმარტა, იმ პროდუქტის შეძენა, რომელიც „სუფთა სახლში“ იყიდებოდა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლებოდა.

„ჩვენ რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემის და მენეჯმენტის ხარისხი მივხვდით რომ გერმანიის ხარისხზე ჩვენ ვერ წავიდოდით, ამიტომ წავედით მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. ამიტომ იყო საზღვარი, ამიტომ იყო სკოლა და კიდევ ბევრი რაღაცა. ყველაზე მძიმე მომენტში იყო სუფთა სახლი. ჩემი მშობლები სახლიდან რომ გამოდიან, რაღაცა ელემენტარული რომ იყიდონ ესეთი არჩევანი აქვთ: ერთი მაღაზია, მეორე, მესამე მათ შორის სუფთა სახლიც. სუფთა სახლის ნომენკლატურა ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველა დანარჩენ მაღაზიაში. კარგად მომუშავე კომპანიაა იდეალურად დალაგებული პროცესები ჰქონდათ, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა და მუშაობენ ძირითადად შეღავათიან ფასზე კონკრეტული მიმართულების ნომენკლატურით. ორი კვირით ამის გაჩერებამ მე მომცა იმის საშუალება, რომ ადამიანი რომლისთვისაც 10 ან 5 თეთრის ეკონომია იქნებოდა მოტივაცია იმისთვის, რომ ამ მაღაზიებთან ერთად სუფთა სახლშიც შესულიყო, რომელსაც ამასთან ერთად უნდა ემუშავებინა მთელი თავისი ქსელი, მთელი თავისი სატრანსპორტო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ორგანიზაცია იყო, იმის გათვალისწინებით რომ იგივე ნომენკლატურის შეძენა ჩემ მშობლებს შეეძლოთ გვერდზე მაღაზიაში ამიტომ დავხურეთ სუფთა სახლი 2 კვირით“,-განაცხადა გახარიამ.

 


close დახურვა