logo
ENG



გახარია: ჩვენი პარტიის წევრს, ქალს, უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი დაკარგავდნენ სამსახურს

10 სექ 202120:37
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ჩვენი პარტიის წევრს, ქალს, უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი დაკარგავდნენ სამსახურს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ყოფილი პრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს რომ მისი გუნდის წევრებსა და აქტივისტებზე ყოველდღიურად "უპრეცენდენტო" ზეწოლაა. მისი თქმით, პარტიის წევრს უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი და კიდე რამდენიმე ნათესავი დაკარგავდა სამსახურს.

გახარია, ასევე გამოეხმაურა Edison Research-ის კვლევას და თქვა, რომ არსებულ პირობებში მათ პარტიას მზარდი რეიტინგი აქვს.

"პარტია "საქართველოსთვის" აქტივისტებზე და წევრებზე სისტემურად უპრეცედენტო ზეწოლა ხდება. 

ჩვენ ამ ადამიანებს მორალური არჩევნის წინაშე არ ვაყენებთ, მათ ემუქრებიან ჩადებით, ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით, უამრავი რაღაცით. ამ უპრეცენტენტო ზეწოლის პირობებშიც პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი. პარტიის წევრს, ქალს, უთხრეს, რომ მისი სიძე, შვილი და კიდე რამდენიმე ნათესავი დაკარგავდა სამსახურს", - აცხადებს ის.  


close დახურვა