logo
ENG



გახარია: ხომ არ შეიძლება, წელიწადნახევარი ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, როდის გადადგებიო

12 თებ 202114:01
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია და არსად აპირებს წასვლას.

გახარიას თქმით, მომაბეზრებელი გახდა ჟურნალისტების მხრიდან გამუდმებული საუბარი მის გადადგომაზე.

"წელიწადზე მეტია ეს კითხვებია - როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ ხომ არ წახვედით? ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ? ეს არის ჩვეულებრივი ჭორი, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. რაღაც საინტერესო თემებზე ხომ შეიძლება ვისაუბროთ? ხომ არ შეიძლება წელიწადნახევარი ჟურნალისტებთან როდესაც დავდგები იყოს კითხვა როდის მიდიხართ ან როდის გადადგები?", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია, შესაძლოა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლოს.

აღსანიშნავია, რომ გახარია ოცნების ბოლოს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომებს არ დასწრებია, სადაც პარტიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მიმდინარეობდა მსჯელობა.


close დახურვა