logo
ENG



გახარია:ამ პარამეტრებით ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის -4 პროცენტს

09 ივნ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით შემცირდება.

მისივე განცხადებით, ახალი ანტიკრიზისული გეგმა მიმართული იქნება ქვეყნის 2021, 2022, 2023 წლის ეკონომიკურ აღდგენაზე. მისივე თქმით, ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი, სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული.

„ის პარამეტრები ბიუჯეტის, რომელიც დღეს აქ იქნება წარმოდგენილი, შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან. ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის -4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში ჩვენ გვაკლდება ბიუჯეტში 1,8 მილიარდი ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი აი ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დაახლოებით 8,5 პროცენტი. 

"ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სწრაფ ანტიკრიზისულ აღდგენას. მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა საპროგნოზო მაჩვენებლები არის 4%, ხოლო 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდის არის 6%.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ არაპროგნოზირებადობა. ჩვენ ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევებისთვის“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.


close დახურვა