logo
ENG



გახარია:ხალხზე მეტი უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე აქ ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ

29 მაი 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებს ინტერპელაციის წესით მისი მოსმენის პროცესში საკანონმდებლო ორგანომ რეგლამენტი მასიმალურად დაიცვას. 

ტრიბუნასთან გამოსულმა გახარიამ აღნიშნა, რომ პარლამენტში წინა ვიზიტის დროს ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. გარდა ამისა, მან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის გამოსვლას "დემაგოგია" უწოდა. 

"1 დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და ყველა კითხვას, რომელიც დასმული იყო, პასუხი გავეცით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვედით, რადგან პატივს ვცემთ, კანონს, რეგლამენტს, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. მერწმუნეთ, რომ ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზუსტად 1 დღის წინ, 11 საათი ვიდექით ამ ტრიბუნასთან და დღესაც აქ ვდგავართ, მკაცრად დავიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას რომ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტად ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა