logo
ENG



გახარია 26 მაისს დროშების ჩამოკიდებაზე: არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია

27 მაი 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას „ევროპული საქაართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად, რომელიც 26 მაისს სახელმწიფო დროშების არ ჩამოკიდებას ეხებოდა, განაცხადა, რომ ეს პრინციპული საკითხი არაა.

გახარიას თქმით, ეს სწორი ნაბიჯი იყო.

„სხვა თუ არაფერი არ გაქვთ, რომ ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოვკიდეთ... ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ. 26 მაისი, ასეთ დროს, როდესაც სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ეს ყველაფერი ლიმიტირებულად გავაკეთეთ. ვთვლი, რომ ეს სწორი იყო და ბევრი რამ დავზოგეთ. შესაბამისად, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია“, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა