„ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უკავშირდებოდა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებების მიღება გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ყველამ ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს თავისი განცხადებები. არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს. თუ ვინმე მაძლევს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველა შეხვედრას, თათბირს ხედავთ და ზოგჯერ ჩემზე მეტი თქვენ იცით“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.